ომი, რომელსაც ამერიკა ირანის წინააღმდეგ აწარმოებს, ემსახურება სხვადასხვა მისიებს - ჰაკერების მიმართვა
ომი, რომელსაც ამერიკა ირანის წინააღმდეგ აწარმოებს, ემსახურება სხვადასხვა მისიებს - ჰაკერების მიმართვა

A+ A-

13:08 08/01/2020

"ომი, რომელსაც ამერიკა ირანის წინააღმდეგ აწარმოებს, ემსახურება სხვადასხვა მისიებს, სადაც ამერიკა მისთვის სასარგებლო ბევრ საქმეს აკეთებს.

ომი , რომელიც ირანსა და ამერიკას შორის მიდის უკვე წლებია, დუღილის პროცესშია ", - ასე აფრთხილებს ამერიკელ ხალხს ირანის შესახებ მსოფლიოს მასშტაბით ჰაკერების დაჯგუფება Anonymous და თავის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო-მიმართვას ავრცელებს.

როგორც ვიდეო-მიმართვაში ჰაკერული დაჯგუფება იუწყება, ამერიკას ეს ომი გამოცხადებული აქვს ტერორისტებზე და ამ ომის დამთავრებას შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს.

"ამერიკის ეს ომი გამოცხადებულია ტერორისტებზე, რომლის დამთავრებასაც შესაძლოა, ათწლეულები დასჭირდეს". - აცხადებენ ჰაკერები ვიდეო-მიმართვაში.

შეგახსენებთ, ირანმა ერაყში, დღეს დილას, აშშ-ის სამხედრო ბაზები დაბომბა.