ბიძინა ივივანიშვილის ფონდი "გალერია თბილისს" 130 მილიონ დოლარად, ხოლო სასტუმრო "პარაგრაფს" - 60 მილიონად ყიდის

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანაინვესტირების ფონდი მის მფლობელებაში არსებული რამდენიმე პროექტის გაყიდვას გეგმავს. გასაყიდი აქტივების სიაში მოხვდა გალერია თბილისი და სასტუმრო პარაგრაფი შეკვეთილში.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, ცოტნე ებრალიძის ცნობით, 2020 წელს სხვადასხვა პროექტიდან გასვლა ფონდის ერთერთი პრიორიტეტი იქნება. საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ებრალიძემ განაცხადა, რომ ფონდის კუთვნილი სასტუმრო კომპლექსი თავისუფლების მოედანზე 2020 წლის შემოდგომაზე გაიხსნება.
თანაინვესტირების ფონდის საინვესტიციო პორტფელი 700 მილიონ დოლარს აღემატება.
წყარო:ტაბულა