ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება
ოპოზიცია დიპლომატიურ კორპუსს ხვდება

A+ A-

13:37 14/12/2019

სასტუმრო "ჰოლიდეი ინნში" ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დაიწყო.

შეხვედრას ესწრებიან როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი დეპუტატები.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე პარტიის ლიდერებმა ისაუბრეს, შეხვედრაზე რამდენიმე საკითხს განიხილავენ, მათ შორის „პოლიტპატიმრების თემას,“ქართული ოცნების" მხრიდან ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზებასა და წახალისებას და სამართალდამცველების მხრიდან მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ არაკანონიერი ქმედებების განხორციელებას“.