თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული მოზარდის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა

A+ A-

12:48 14/12/2019

ექიმის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა.

იაშვილის კლინიკის რეანიმატოლოგ, გიორგი ქიქავამ ინფორმაციით, პაციენტი იმყოფება მართვით სუნთქვაზე, თუმცა სიცოცხლის პარამეტრები სტაბილურია.

„პაციენტი ნევროლოგიისა და ნეიროქირურგის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ჯერ გადაუდებელ ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს, მდგომარეობა იცდის, ნევროლოგებისა და ნეიროქირურგების გადაწყვეტილებით მოხდება შემდგომი რეაგირება“, – განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება მოტეხილობებს, ექიმის ინფორმაციით, მალების მოტეხილობა ხაზოვანია და სასწრაფო ჩარევას არ საჭიროებს.

შეგახსენებთ, შემთხვევა 12 დეკემბერს დიღმის მასივში მოხდა. შემთხვევას წინ უძღოდა პოლიციის განყოფილებაში „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ.

ამასთან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.