31 იანვრამდე ბრექსითს ბოლომდე მივიყვანთ ​- ბორის ჯონსონი
31 იანვრამდე ბრექსითს ბოლომდე მივიყვანთ ​- ბორის ჯონსონი

A+ A-

12:21 14/12/2019

ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ ბრექსითს 31 იანვრამდე, არანაირი „თუ“, არანაირი „შესაძლოა“, არანაირი რეფერენდუმი არ იქნება, – ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტიის გამარჯვების შემდეგ განაცხადა.

ბორის ჯონსონის თქმით, მან მოახერხა ბრიტანეთის პოლიტიკის ჩიხიდან გამოყვანა და ბოლო 30 წლის განმავლობაში „კონსერვატორებისთვის“ არჩევნებში საუკეთესო შედეგი აჩვენა.

12 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. მასში გამარჯვება პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონის პარტიამ მოიპოვა. 650 საარჩევნო ოლქიდან 605-ის დათვლის შემდეგ ცნობილია, რომ „კონსერვატიულმა პარტიამ“ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 362 მანდატი მიიღო. მათმა მთავარმა კონკურენტმა, „ლეიბორისტთა პარტიამ“ კი მხოლოდ 199 სავარძელი დაიკავა.