მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა
მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა

A+ A-

12:18 14/12/2019

კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აიღვინის სახლმა“ იყიდა.

ელექტრონული აუქციონი 29 ნოემბერს გამოცხადდა, სადაც გამოტანილი იყო დაბა მესტიაში არსებული 13 902 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. ობიექტის შესაძლო, სამომავლო განვითარების პროფილი სასტუმრო კომპლექსია.

პირობების მიხედვით, საპრივატიზებო თანხის გადახდა ელექტრონული აუქციონის დასრულებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში უნდა მოხდეს. ასევე შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 42 თვის ვადაში, პირადად ან მესამე პირის მეშვეობით, საპრივატიზებო უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე, სასტუმროს შექმნა ექსპლუატაციაში მიღება და ფუნქციონირების დაწყება უნდა მოხდეს.

მესტიის საპრეზიდენტო რეზიდენცია 2011 წელს აშენდა.