ვიცი, რომ ბრიყვი ხარ, ბატონო გახარია – ოპოზიციონერი უგულავა პრემიერ-მინისტრ გახარიას
ვიცი, რომ ბრიყვი ხარ, ბატონო გახარია – ოპოზიციონერი უგულავა პრემიერ-მინისტრ გახარიას

A+ A-

16:38 19/11/2019

"ვიცი, რომ ბრიყვი ხარ, ბატონო გახარია", - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას. გახარიამ 18 ნოემბრის აქციას უკანონო უწოდა და მის განვითარებაში ოპოზიცია დაადანაშაულა. პრემიერის ამ განცხადებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან მწვავე შეფასებები უკვე მოჰყვა.

"ვიცი, რომ ბრიყვი ხარ ბატონო გახარია. ვიცი, რომ არც პოლიტიკის გაგეგებათ არაფერი და რაც მთავარია, უსინდისო ხართ. თქვენ, პრემიერის თანამდებობა დაიკავეთ ისე, რომ ერთი ძარღვი არ შეგიტოკდათ. თქვენ 5 თვის თავზე არ აპირებდით მაკო გომურისთვის დაზარალებულის სტატუსის მიცემას, 4 თვის თავზე გაუგზავნეთ წერილი და ეკითხებოდით, მანამდე თვალი ჰქონდა, თუ არა და როგორი თვალი ჰქონდა. ვისზე ლაპარაკობს საერთოდ გახარია, ჯობია გაჩუმდეს. გახარიას არსებობაა ამ ქვეყანაში სირცხვილი,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ 18 ივნისის აქციაზე, სადაც დემონსტრანტებს პარლამენტის შესასვლელები ჰქონდათ პიკეტირებული, განცხადება გააკეთა.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, მშვიდობიანი აქცია უკანონოდ გადაიქცა მას შემდეგ, რაც "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსმა ადამიანებს ბლოკირებისკენ მოუწოდეს."

გახარიამ დღესვე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ აქციის მსგავსი ფორმა მომავალშიც აუცილებლად აღიკვეთება