მეტი დრო დაუთმეთ იმაზე ფიქრს, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო - სოსო ფხაკაძე
მეტი დრო დაუთმეთ იმაზე ფიქრს, რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო - სოსო ფხაკაძე

A+ A-

14:23 19/11/2019

ყველას მინდა, ვთხოვო, მეტი დრო დაუთმონ იმაზე ფიქრს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის სტაბილური გარემო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ განუცხადა.

კითხვაზე, მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები როგორ აისახება ბიზნესზე, ფხაკაძე ხაზს უსვამს, რომ ასოციაცია არაა პოლიტიკური ორგანიზაცია.

მისივე თქმით, ბუნებრივია, პოლიტიკური არასტაბილურობა ცუდ გავლენას ახდენს თითოეულ ჩვენთაგანსა და ჩვენს აღქმებზე.

„ბოლომდე მწამს და ყოველთვის მჯეროდა, რომ ძლიერი ბიზნესი წარმატების ქვაკუთხედია. ძლიერი ბიზნესი ქმნის ძლიერ ეკონომიკას. ესაა ძირითადი, რომ ქვეყანა წინ წავიდეს და მეტი შემოსავალი ჰქონდეს თითოეულ ოჯახს“, - აღნიშნა ფხაკაძემ.