ლევან კობიაშვილმა უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს უხელმძღვანელა
ლევან კობიაშვილმა უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტს უხელმძღვანელა

A+ A-

10:56 19/11/2019

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა, უეფას ფეხბურთის კომიტეტს თავჯდომარის რანგში პირველად უხელმძღვანელა.

ქალაქ ნიონში უეფას ცენტრალურ ოფისში გამართულ კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც უეფა-ს საშეჯიბრო მიმართულების ხელმძღვანელი - ჯორჯო მარკეტი, ასევე თავჯდომარის მოადგილე - ბორისლავ მიხაილოვი და კომიტეტის სხვა წევრები ესწრებოდნენ, ფეხბურთის განვითარების სამომავლო გეგმები განიხილეს, მათ შორის, თამაშის წესებთან, ევროპის ჩემპიონატის საშეჯიბრო წესდებასთან, საგანმანათლებლო თუ ქალთა ფეხბურთთან დაკავშირებული საკითხები.

სხდომის დაწყებამდე, ლევან კობიაშვილი უეფას ტრადიციის მიხედვით, კომიტეტის ახალ წევრებს მიესალმა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. მომდევნო ფეხბურთის კომიტეტის სხდომა 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. შეგახსენებთ, რომ ლევან კობიაშვილი უეფა-ს ფეხბურთის კომიტეტის თავჯდომარედ მიმდინარე წლის მაისში აირჩიეს და ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლამდე დაიკავებს. აღნიშნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბორისლავ მიხაილოვი იქნება. ფეხბურთის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეები: პაველ ჩებანუ (მოლდოვა), დეიან სავიჩევიჩი (მონტენეგრო), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია) და დემეტრიო ალბერტინი (იტალია). ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო სულ 19 კომიტეტს და 6 ექსპერტთა საბჭოს აერთიანებს.