მარტვილში, სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის
მარტვილში, სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის

A+ A-

09:38 19/11/2019

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში ტყის მასივი იწვის.

სოფლის რწმუნებულის, გოგი ბასილაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის ხანძარი სამ ლოკაციაზეა და შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება.


“ადგილზე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, თუმცა ცეცხლი ისეთ ადგილზეა, ტექნიკა ვერ ახერხებს ახლოს მისვლას. სოფელში შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. სავარაუდოდ ცეცხლი ტყის საფარს უკიდია”,- აცხადებს გამგებელი.


როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სამაშველო ბრიგადები ადგილზე უკვე გასულია.