ბრავო ბიჭებო, ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს - სოსო გოგაშვილი
ბრავო ბიჭებო, ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს - სოსო გოგაშვილი

A+ A-

19:30 18/11/2019

ბრავო ბიჭებო, ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს პროფესიონალურად - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი პარლამენტთან აქციის დაშლას.
როგორც გოგაშვილი წერს, აქციის დაშლა მსოფლიო დონის სტანდარტით მიმდინარეობს.

"ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს პროფესიონალურად, მსოფლიო დონის სტანდარტით: სამ ნაწილად დაყოფილი სპეცრაზმი ასუფთავებს პარლამენტის შენობას სამი მხრიდან (9 აპრილი, ზუბალაშვილი, ჭიჭინაძე) ხოლო ბოლოს მოხდება მთავარი პროსპექტის გასუფთავება, ბიჭებო ბრავო! ”, - წერს სოციალურ ქსელში სოსო გოგაშვილი.

შეგახსენებთ, სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით ხუთი საათისკენ დაიწყო. მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

აქციის დაშლისას დააკავეს 18 ადამიანი , ერთი მათგანი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რუსთაველის გამზირიდან კარვები აიღეს და ამ ყველაფრის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის საპარლამენტო უმრავლესობა ბიუროს სხდომის მართავს იმ შენობაში, რომელიც ცოტა ხნის წინ დარბევის ეპიცენტრი იყო.