ფოთში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს
ფოთში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

A+ A-

14:25 18/11/2019

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცმა 40 წლამდე მამაკაცი დაჭრა.

დაზარალებულს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. მეზობლების ინფორმაციით, დაჭრის ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

დაშავებული ფოთის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მუშაობს.