“ქართული  ოცნებიდან“  ზაზა პაპუაშვილიც მიდის?!
“ქართული  ოცნებიდან“  ზაზა პაპუაშვილიც მიდის?!

A+ A-

15:52 14/11/2019

“ქართული ოცნების“ დეპუტატს, ზაზა პაპუაშვილს, ჯერჯერობით, გადაწყვეტილი არა აქვს დატოვებს თუ არა საპარლამენტო უმრავლესობას. როგორც პაპუაშვილმა “2020NEWS“ -ს განუცხადა, გადაწყვეტილებას პარლამენტში განითარებული პროცესების გააზრების შემდეგ მიიღებს.

“ეს ყველფერი სულ ახალი მომხდარია. რა მოხდა, რა შედეგი დადგა,  ამას ხომ სჭირდება ანალიზი?! ჯერ ვერ გაგცეთ პასუხს“, -გვითხრა ზაზა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო, რომელიც 2020 წლიდან მთლიანად პროპოციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას გულისხმობდა, “ქართული ოცნება“ თამარ ჩუგოშვილმა, ზაზა ხუციშვილმა, ირინა ფრუიძემ,  გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, თამარ ხულორდავამ და სოფო ქაცარავამ დატოვა.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე