განათლების მინისტრად ირინა აბულაძის დანიშვნა მოულოდნელი არ იქნება - თეიმურაზ ჭკუასელი
განათლების მინისტრად ირინა აბულაძის დანიშვნა მოულოდნელი არ იქნება - თეიმურაზ ჭკუასელი

A+ A-

11:17 12/11/2019

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო წლის ბოლომდე გაიყოფა. ცვლილების შედეგად, ცალკე მიმართულებად ჩამოყალიბედება სპორტის დეპარტამენტი და კულტურის სამინისტრო, რომელსაც სავარაუდოდ, ამავე სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე ბადრი მაისურაძე უხელმძღვანელებს.

ვინ გახდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მომავალი ხელმძღანელი?!- “ქართული ოცნების“ დეპუტატი თეიმურაზ ჭკუასელი “2020NEWS” -თან აცხადებს, რომ მომავალი მინისტრად ირინა აბულაძის დანიშვნა, რომელიც ამჟამად განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია, არ გაუკვირდება.

“ჩემთვის მოლოდნელი იყო ყველა სავარაუდო კანდიდატის დასახელება, გარდა ირინა აბულაძისა. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ის ახლაც მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. აბულაძე რომ მინისტრად დანიშნონ, მოულოდნელი არ იქნება“,- განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა.

რაც შეეხება ამავე თანამდებობაზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის, სოზარ სუბარის შესაძლო დანიშვნას. ჭკუასელის თქმით, ამ ინფორმაციის გაგებისას თავად სუბარი “სიცილით კვდებოდა“.

“სოზარი ვნახე და კვდებოდა სიცილით. ხშირად კი მართლდება ასეთი ვარაუდები, მაგრამ არამგონია, რომ სუბარმა განათლების მინისტრის თანამდებობა დაიკავოს“,- განაცხადა თეიმურაზ ჭკუასელმა.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხიელ ბატიაშვილმა თანამდებობა “საკუთარი სურვილით“ დატოვა.

აქვე გთავაზობთ ირინა აბულაძის ბიოგრაფიას, რომელიც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გვედზეა გამოქვეყნებული:

განათლება

კოლუმბიის უნივერსიტეტი, United States, 09.2009 - 06.2011

საერთაშორისო განათლების განვითარება, განათლების ადმინისტრირება - მაგისტრი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 09.1999 - 09.2001

დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი, ფილოლოგი - მაგისტრი.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო, 09.1993 - 09.1998

ფილოლოგი, დასავლეთ ევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი - ბაკალავრი

სამუშაო გამოცდილება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, 07.2018 - დღემდე;

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს "მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი", სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი , 01.2016 - 07.2018;

დირექტორის მოადგილე, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 09.2013 - 07.2018;

განათლებისა და მონიტორინგის სპეციალისტი, აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საქართველოს აგრარული განვითარების პროგრამა განმახროციელებელი პარტნიორი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, 09.2012 - 08.2013;

ლექტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 09.2011 - დღემდე;

კავკასიის კვლევის საერთაშორისო სკოლის პროგრამების მენეჯერი , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი , 03.2011 - 08.2012;

მინისტრის აპარატის უფროსი, საქართველოსო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 09.2006 - 09.2009;

კანცელარიის უფროსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 09.2005 - 09.2006;

მინისტრის თანაშემწე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, 09.2004 - 09.2005;

ლექტორი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, 09.2001 - 09.2007;

 ენები: ქართული, გერმანული, ინგლისური, რუსული.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე