კინოთეატრ “ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა
კინოთეატრ “ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა

A+ A-

19:10 08/11/2019

თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ სპეცრაზმი გამოჩნდა.

პოლიცია კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილ აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, სამართალდამცველთა მითითებებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

„ქართული მარშის“ წარმომადგენლები და მათი თანამოაზრეები კინოთეატრ „ამირანში“ შესვლას ცდილობენ.

როგოც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, აქციის მონაწილეებმა, ე.წ. პიროტექნიკა ისროლეს, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა კინოში შესასვლელი კარი ჩაკეტეს.

აქციები ასევე იმართება ბათუმში და თბილისში მდებარე სხვა კინოთეატრებთანაც.

კინოთეატრთან განვითარებულ მოვლენებს შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ ბმულზე.