"ევრონიუსი" ქართულ ენაზე მაუწყებლობას 2020 წლიდან დაიწყებს
"ევრონიუსი" ქართულ ენაზე მაუწყებლობას 2020 წლიდან დაიწყებს

A+ A-

16:30 06/11/2019

“ევრონიუსი“ ქართულ ენაზე მაუწყებლობას 2020 წლიდან დაიწყებს. "ევრონიუსი საქართველო“ ქართულ მედიასივრცეში სავარაუდოდ, მომავალი წლის ზაფხულში გამოჩნდება. ახალი არხი თანამშრომლების შერჩევას იწყებს. პირველ ნოემბერს “ევრონიუსი საქართველომ” ვაკანსიების გამოცხადება დაიწყო. არხი ამჯერად ჟურნალისტების, პროდიუსერების და დირექტორის თანაშემწის შერჩევას იწყებს.

"ამ ეტაპზე “ევრონიუს საქართველოს” გამოცხადებული აქვს ვაკანსიები შემდეგ პოზიციაზე: დირექტორის ასისტენტი, ჟურნალისტი, პროდიუსერი. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენაზე) და სამოტივაციო წერილი ამ მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. 2019 წლის 17 ნოემბრამდე უნდა გააგზავნონ, შესაბამისი პოზიციის მითითებით“, - განუცხადეს "2020NEWS”-ს "ევრონიუს საქართველოში“.

ევროპის წამყვანი საერთაშორისო საინფორმაციო არხი "ევრონიუსი“ 160 ქვეყანაში მაუწყებლობს. არხზე “ევრონიუს საქართველო” ევროპული რედაქციის მიერ შექმნილი კონტენტის ტრანსლირება ქართული მედია-კონტენტის პარალელურად მოხდება.

შეგახსენებთ, "ევრონიუსი საქართველო“ ქვეყნის უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო ოპერატორის, კომპანია "სილქნეტისა“ და "Euronews"-ის პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბდა.