8 465 600 მილიონი ლარის ჯარიმა თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს კახა კალაძისაგან
8 465 600 მილიონი ლარის ჯარიმა თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს კახა კალაძისაგან

A+ A-

13:03 21/08/2019

მას შემდეგ, რაც "კაბალური სითი პარკი" შპს სატრანსპორტო კომპანიამ ჩაანაცვლა და დედაქალაქის საპარკინგე სისტემის მოწესრიგება პირადად კახა კალაძემ გადაიბარა, თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისათვის მხოლოდ ერთ წელსა და 4 თვეში 846 560 ჯარიმა გამოიწერა. “2020NEWS“ "სითი პარკის" მემკვიდრის მიერ განხორციელებული აქტივობით დაინტერესდა და ციფრებმა მოლოდინს გადააჭარბა. კახა კალაძის სატრანსპორტო კომპანიამ ჯამში, მინიმუმ, 8 465 600 ლარის ჯარიმა გამოწერა. მას შემდეგ, რაც “2020NEWS“-მა თბილისის სატრანსპორტო კომპანიას შესაბამისი მოთხოვნით მიმართა, პროცესები საინტერესოდ და ღიმილის მომგვრელად განვითარდა. კერძოდ, სააგენტოს პირველი წერილის საპასუხოდ, კომპანიამ მოიწერა: “თქვენი 2019 წლის 30 ივნისის წერილის პასუხად (კომპანიაში რეგისტრაციის თარიღი: 31/07/2019; რეგისტრაციის ნომერი: 8919/01) გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილი მონაცემები არ წარმოადგენს საჯარო ინფორმაციას. შესაბამისად, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს აღნიშნული ინფორმაციის გაცემას“.

ხოლო აღნიშნული უარყოფითი პასუხის სამართლებრივი საფუძვლის და დასაბუთების მოთხოვნის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიამ დასაბუთებული პასუხის ნაცვლად, სტატისტიკა, ანუ ჩვენს მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მოგვაწოდა. როგორც, კალაძის უწყებიდან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2018 წლის 10 აპრილის შემდეგ, რაც "სითი პარკი" თბილისიდან გააგდეს და მისი ადგილი "დროებით", ახალი ტენდერის გამოცხადებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ჩაიბარა, სულ გამოწერილია 846 560 ჯარიმა. აქედან, გადახდილი ჯარიმების თანხა ჯამში 4 584 620 ლარს შეადგენს. ასევე, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ ევაკუირებულ იქნა 7 308 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

აღსანიშნავია, რომ სანქციების გამკაცრების პარალელურად, დედაქალაქში საპაკინგე ადგილების მკვეთრი სიმცირეა და არც მოთხოვნების შესაბამისი საპარკინგე სივრცეების დამატება-მოწყობა ხდება. თუმცა, სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან, მთავარი დაპირება ავტომანქანების მფლობელებისათვის, სწორედ საპარკინდე ადგილებით უზრუნველყოფა იყო. ფართობასშტაბიანი საპარკინგე პოლიტიკის გაცვლად, კალაძის უწყებამ თბილისელებს და მის სტუმრებს საპაკინგე საათობრივი სისტემა შესთავაზა, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, “თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ 6 227 ადამიანია დასაქმებული, აქედან 117 თანამშრომელი პარკინგის სისტემის ოპერირებაში ჩართული. როდემდე ჩაანაცვლებს “სითი პარკს“ “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, ამ კითხვაზე ასეთი პასუხი მივიღეთ: “ამასთანავე, გაცნობებთ, რომ დღეის მდგომარეობით, ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში პარკირების სისტემის ოპერირებას ახორციელებს მხოლოდ შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია“, - განუცხადეს “ “2020NEWS“-ს კალაძის უწყებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაპირებული ტენდერი განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. რაც შეეხება ჯარიმის საფასურს - პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ვალდებულია 10 ლარიანი ჯარიმა გადაიხადოს. “ჯარიმის საფასურის ოდენობა არ გაზრდილა, რადგან მის საფასურს ჩვენ არ ვადგენთ. საფასურის ღირებულება თბილისის მერიამ და საკრებულომ დაამტკიცა, ამიტომ ჩვენ არ გვაქვს უფლება მასში ცვლილება შევიტანოთ. გზის სავალ ნაწილზე პარკირების წესების დარღვევისთვის მძღოლი ან ავტოტრანსპორტის მესაკუთრე ჯარიმდება 10 ლარის ოდენობით, ხოლო სპეციალურ დაცულ სადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაყვანის ხარჯები შეადგენს 60 ლარს. საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად ითვლება მას შემდეგ, რაც სახლში მიუვა და თუნდაც რომელიმე ოჯახის წევრი ჩაიბარებს“, - წერილობით აცნობეს "2020NEWS”-ს სატრანსპორტო კომპანიაში.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „სითი პარკს“ და თბილისის მერიას შორის ხელშეკრულება 2007 წელს გაფორმდა და ის ძალაში 2025 წლის 31 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო. თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 2018 წლის 10 აპრილიდან ებრაულ კომპანიასთან ხელშეკრულება შეწყვიტა, რის გამოც ებრაულმა კომპანიამ დედაქალაქის მთავრობას სასამართლოში უჩივლა, თუმცა სასამართლო პროცესი ჭიანურდება.