ექსკლუზივი

პოლიტიკა

ბიზნესი და ეკონომიკა

თიბისიმ და EBRD-მა “ლოპოტა სპა რეზორტის” ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სივრცეების მშენებლობა დააფინანსეს

1713352470

2000 კვ. მ-ის აკვა პარკი - Green Aqua ერთდროულად 300-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს. პროექტის ფარგლებში ასევე მოეწყო 9 სხვადასხვა ატრაქცია, ბუნგალო და მოსასვენებელი სივრცეები, სადაც ადგილობრივი ჯიშის ხე-მცენარეების ტყე გაშენდა.ჯაზ-კლუბში ყოველ შაბათ-კვირას ჯაზის საღამოები მოეწყობა. წლის განმავლობაში კი, ჯაზის მასშტაბური კონცერტები დაიგეგმება.ახალი, 4-სართულიანი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა ენერგოეფექტური მასალებით მიმდინარეობს. კორპუსი 80 ნომერს, 3 საკონფერენციო დარბაზს და სახურავზე ბარს აერთიანებს. ახალი კოპრუსი რეზორტის ოთახების რაოდენობას 232-იდან 312-მდე გაზრდის. ახალ სასტუმრო კორპუსთან ასევე მოეწყო 35-მეტრიანი აუზი და ბუნგალო. “ლოპოტა სპა რეზორტი” გამოირჩევა აუზების სიმრავლით და ყველა საცხოვრებელ კორპუსთან აუზის სიახლოვით.რეზორტს ემატება 250 სტუმარზე გათვლილი 3 ახალი საკონფერენციო სივრცეც. შედეგად, “ლოპოტა სპა რეზორტზე” საკონფერენციო დაბრაზების რაოდენობა 6-დან 9-მდე გაიზრდება.დამატებით, „ლოპოტა“, EBRD-ის Skills In Business - უნარები ბიზნესში (SiB) პროგრამის ფარგლებში, გრანტით და ტექნიკური მხარდაჭერით ისარგებლებს. ეს მხოლოდ მეორე შემთხვევაა საქართველოში, როდესაც EBRD-ი ადგილობრივ კომპანიას ამ პროგრამით უჭერს მხარს. SiB პროგრამა “ლოპოტას” ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის აუცილებელი კვალიფიციური სამუშაო ძალისა და უნარების განვითარებაში დაეხმარება.„ლოპოტა სპა რეზორტი შექმნის დღიდან გამოირჩევა უწყვეტი განვითარებით. 2008 წელს ლოპოტამ გზა გაუხსნა ადგილობრივი ტურიზმს კახეთში და ამდენი წლის შემდეგაც ამბობს ახალ სიტყვას ამ სექტორში.  წელსაც ზაფხულის სეზონს ახალი ობიექტებით ვხდებით - ეს არის ახალი სერვისები არა მხოლოდ ჩვენი რეზორტისთვის, არამედ კახეთის რეგიონისთვისაც. მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა ამ პროცესში. 15 წლის წინ, როდესაც პირველი საოჯახო სასტუმროს იდეის წარმატებაში ბევრს ეჭვი ეპარებოდა, სწორედ თიბისი იდგა ჩვენს გვერდით. დღესაც, თიბისის და EBRD-ს შეაქვთ წვლილი ადგილობირვი ტურიმზის კიდევ უფრო გამრავალფეროვნებაში. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში არაერთი ობიექტი დაგვემატა და მიუხედავად ახალი მასშტაბისა, ლოპოტას შენარჩუნებული აქვს მისი მთავარი მახასიათებლები: პერსონალური მზრუნველობა, ბუნების სიყვარული და არტიზანული სული. ივნისიდან, ლოპოტას სტუმრებს დახვდებათ:  Green Aqua - აკვა პარკი მრავალფეროვანი ატრაქციებით, ჯაზ-კლუბი საინტერესო ჯაზ-საღამოებით, პრემიალური კლასის სასტუმრო კორპუსი, ახალი საკონფერეცნიო სივრცეები და ახალი საცურაო აუზი”, - აცხადებს გიორგი ქევანიშვილი, “ლოპოტა სპა რეზორტის” აღმასრულებელი დირექტორი."გვეამაყება, რომ უკვე 15 წელია “ლოპოტას“ წარმატების ისტორიის თანამონაწილეები ვართ. ჩვენი თანამშრომლობა 2009 წელს იწყება მაშინ, როდესაც „ლოპოტა“ ჯერ კიდევ 1 კორპუსი იყო, რომელიც 7 ნომერს აერთიანებდა. ეს იყო პირველი სპა-რეზორტი, რომელიც თიბისიმ კახეთში დააფინანსა. დღეს კი ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურ კომპლექსზე, რომელიც საქართველოს ტურისტულ პოტენციალს წარმატებით ავითარებს. თიბისის ბაზრის წილი ჰორეკა სექტორში, რომელიც თავის თავში მოიცავს ტურიზმს, 48%-ია. ჰორეკა სექტორში ჩვენი განხორციელებული ინვესტიცია კი, ბოლო 3 წლის განმავლობაში, 1.33 მილიარდ ლარს აღემატება. ამ მონაცემებით უცვლელად ვინარჩუნებთ ტურიზმისა და ჰორეკა სექტორში ლიდერის პოზიციას. მოხარული ვართ, რომ თიბისის მხარდაჭერით, „ლოპოტამ“ მსხვილი ფინანსური რესურსი მოიზიდა, რომელიც საშუალებას მისცემს რეგიონში კიდევ უფრო მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტს უმასპინძლოს დასავლური სტანდარტით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ფინანსური რესურსი მაშინ, როდესაც ტურისტული ნაკადები ქვეყანაში სულ უფრო მზარდია. თიბისი კაპიტალის კვლევის თანახმად, 2023 წლის ბოლოსთვის, საერთაშორისო ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელს მიუახლოვდა და 88%-ით აღდგა. აღდგენის სწრაფი დინამიკა, 2024 წელსაც გაგრძელდება“, - აცხადებს გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე."მოხარულები ვართ, რომ თიბისი ბანკთან ერთად მხარს ვუჭერთ “ლოპოტა სპა რეზორტის” მორიგ გაფართოების გეგმას. ტურიზმი ადგილობრივი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და „ლოპოტას“ გააჩნია საჭირო პოტენციალი, რომ ქართული ტურიზმის სექტორში მოწინავე პოზიციაზე იყოს. მრავალფეროვანი სასტუმრო ოთახებით, ინფრასტრუქტურითა და მაღალი ხარისხის სრული სერვისით, ლოპოტა წარმატებით იზიდავს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტუმრებს.  EBRD-ი დარწმუნებულია, რომ ეს პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყანაში რეგიონალური და ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. დაფინანსებასთან ერთად, „ლოპოტა“ ისარგებლებს გრანტითა და ტექნიკური მხარდაჭერით EBRD-ის Skills in Business (“SiB”) პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს დასაქმების, კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნებისა და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ხელშეწყობას. ეს ასპექტები უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ კვალიფიციური სამუშაო ძალის განვითარებისათვის, არამედ იმისათვისაც, რომ კომპანიებმა შეძლონ კვალიფიციური თანამშრომლების შენარჩუნება, რათა დარჩნენ ბაზარზე კონკურენტუნარიანები“, - აცხადებს ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD-ის რეგიონალური დირექტორი კავკასიაში. 

იაპონური ფანქეიქების პირველი ქართული კაფე „ფუმფულა“ თიბისის პარტნიორია

1713350390

ამ მხრივ გამონაკლისი არც რამდენიმე თვის წინ გახსნილი კაფე „ფუმფულა“ აღმოჩნდა – პირველი ადგილი თბილისში, სადაც იაპონური ფანქეიქები (და არა მხოლოდ) მზადდება. იაპონური ფანქეიქი ის დესერტია, რომელმაც გამორჩეული გემოს და შესახედაობის წყალობით ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა მთელ მსოფლიოში. კლასიკურისაგან იაპონურ ფანქეიქებს გამოარჩევს მოცულობა, ჰაეროვნება და სუფლეს მსგავსი სტრუქტურა. ეს ეფექტი საგანგებო ტექნოლოგიის წყალობით მიიღწევა. ინგრედიენტები ტრადიციულია – კვერცხი, შაქარი, რძე და ფქვილი, მაგრამ კლასიკური ფანქეიქისაგან განსხვავებით, იაპონური ვერსია გაცილებით ჯანსაღია – აქ ფქვილის და შაქრის მინიმალური რაოდენობაა გამოყენებული. ეს, საგემოვნო და სტრუქტურულ თავისებურებებთან ერთად, კიდევ ერთი მახასიათებელია, რაც იაპონური ფანქეიქების საყოველთაო პოპულარობას განაპირობებს.ბრენდ „ფუმფულას“ დამფუძნებლებმა – დავით ჯანელიძემ, თემურ გეგელიამ და არსენი იუდინმა – მსგავსი კაფეს გახსნა რვა თვის წინ გადაწყვიტეს. დავით ჯანელიძის თქმით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შენიშნეს, როგორი პოპულარულია იაპონური ფანქეიქები იტალიასა და თურქეთში:„გვინდოდა, კვების ქართულ ბაზარზე რაღაც ნამდვილად ახალი შემოგვეტანა და იაპონურ ფანქეიქებზეც ამიტომ შევჩერდით. პირველი ობიექტის გახსნისთანავე სოცმედიაში ძალიან გავაქტიურდით და ხალხმაც მაშინვე აიტაცა ჩვენი დესერტები – ძირითადად, მოკლე ვიდეოებად დებდნენ, რადგან ეს ფანქეიქები, გარდა იმისა, რომ გემრიელია, ვიზუალურადაც ძალიან ლამაზია. მას შემდეგ, რაც მივხვდით, რომ იდეამ გაამართლა, უკვე ბიზნესის გაზრდაზე დავიწყეთ ფიქრი. ამაში ძალიან დაგვეხმარა თიბისი ბანკი. თიბისი სტარტაპერის პროგრამაში მივიღეთ მონაწილეობა და ახალი ფილიალის გახსნისთვის სესხი იოლად ავიღეთ“.„ფუმფულას“ ახალი ფილიალი ვაკეში, აბაშიძის 81-ში გაიხსნა. პირველი, ორბელიანზე მდებარე ობექტისაგან განსხვავებით, რომელიც სულ 15 კვ. მ.-ს იკავებდა, ვაკის ფილიალი 90 კვ. მ.-ზეა განთავსებული. აქ კონცეფციაც განსხვავებულია.„აბაშიძის ფილიალში დავამატეთ იაპონური ჩიზქეიქი – უგემრიელესი, ჰაეროვანი დესერტი. ასევე დავამატეთ იაპონური კერძები – ჯიოზა, ტემპურა და სხვ. აქ გვაქვს საუზმის ტიპის ფანქეიქებიც – ბენედიქტის ტიპის, კვერცხით, ასევე – ლორით და კვერცხით. ხშირად იაპონელებიც გვსტუმრობენ ხოლმე და, ალბათ ტრაბახად არ ჩამეთვლება თუ ვიტყვი, რომ ძალიან მოსწონთ ჩვენი კაფე. მიზეზი ისაა, რომ კლასიკური იაპონური ფანქეიქი ასეთი მრავალფეროვანი სოუსებით არ გამოირჩევა“.კაფეში ყველაზე პოპულარულია ფანქეიქი შოკოლადით და ბანანით, თუმცა ჟოლოს, მარწყვის, მანდარინის, კარამელის, ტირამისუს და სხვა სოუსებიანი ფანქეიქების დაგემოვნებაც შეგიძლიათ – არჩევანი მართლაც მრავალფეროვანია.„ფუმფულა“ უბრალოდ კვების ობიექტი არაა, ეს ერთიანი, კარგად მოფიქრებული კონცეფციაა. მასზე წარმოდგენის შექმნა ბრენდის ლოგოთი იწყება, რომელზეც ფერხორციანი, აშკარად რაღაცით ძალიან კმაყოფილი იაპონური კატაა გამოსახული.„ბრენდის პოზიციონირება ერთმნიშვნელოვნად მეგობრულია – ვზრუნავთ, რომ „ფუმფულა“ და ჩვენი ფანქეიქები მხოლოდ პოზიტიურ ემოციებს იწვევდეს, როგორც ზრდასრული და პატარა სტუმრების, ასევე თანამშრომლების. პერსონალთან დამოკიდებულება საკმაოდ ლიბერალური გვაქვს. დისციპლინა მნიშვნელოვანია, მაგრამ სიმკაცრე და ტოქსიკური გარემო – სრულიად მიუღებელი. ჩვენ გვყავს როგორც გამოცდილი თანამშრომლები – მაგალითად, ჩვენი შეფი დიმიტრი კიტრიაშვილი – ასევე კადრები, რომლებსაც აყვანისას გამოცდილება არ აქვთ და ჩვენ ვასწავლით. ხშირად ვასაქმებთ სტუდენტებს. სხვათა შორის, „თიბისი ახალგაზრდობასთან“ თანამშრომლობით, სტუდენტური ბარათის მფლობელებისთვის 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს. რაც შეეხება, ზოგადად, საფასო პოლიტიკას, ვცდილობთ, შეძლებისდაგვარად დაბალი ფასები გვქონდეს, თანამშრომლების ანაზღაურება კი, თამამად შემიძლია ვთქვა, ქართული ბაზრის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგია. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ბრენდისგან გამოწვეული ზოგადი კმაყოფილებისა და პოზიტივის ნაწილია“.

ოტო მოტორსი ფართოვდება - მხარდამჭერი "საქართველოს ბანკია"

1713267872

პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 7 მილიონ  ლარს შეადგენს. ოტო მოტორსი 2008 წლიდან ოპერირებს და ის საავტომობილო პროდუქციის იმპორტს 20-ზე მეტი ქვეყნიდან ახდენს. კომპანია ქართულ ბაზარზე 100-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდით არის წარმოდგენილი და სრულად ფარავს ავტომობილის მოვლა-შეკეთებისთვის საჭირო ნებისმიერ მოთხოვნას, იქნება ეს ნაწილი თუ დანადგარები, რაც ხელს უწყობს ბაზარზე არსებული სხვადასხვა სეგმენტური საჭიროების დაკმაყოფილებას.  აღნიშნული პროექტი წეროვანში, 9,000 კვ.მ მიწის ფართობზე, 8000 კვ.მ სასაწყობე სივრცის აშენებას და მოწყობას გულისხმობს, რომელიც სასაწყობო სივრცესა და სხვადასხვა პროდუქციის შოურუმს გააერთიანებს. ის ულტრათანამედროვე ინვენტარით იქნება აღჭურვილი. ამჟამად ოტო მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში 200 - ზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული. 2024 წლის ბოლომდე კომპანია ამ რიცხვის გაორმაგებას გეგმავს. "ოტო მოტორსი წლებია, ბაზარზე წარმატებულად ოპერირებს. ამ წლების განმავლობაში განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი კი დღეს უკვე მთელ საქართველოს ფარავს. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ განვითარდეთ და ჩვენს მომხმარებლებს სიახლეები შევთავაზოთ. ჩვენი პარტნიორი საქართველოს ბანკის ხელშეწყობით, წეროვანში 9000 კვადრატულ მეტრზე სასაწყობე სივრცის აშენება უკვე დაწყებულია და წლის ბოლომდე დასრულებას ვგეგმავთ. შენობა აღჭურვილი იქნება ულტრათანამედროვე ინვენტარით და ის შშმ პირებისთვის სრულად იქნება ადაპტირებული.  პროექტის მიზანია, ცენტრალიზებული გახადოს ოტო მოტორსის საბითუმო გაყიდვები და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ბიზნეს ოპერაცია, რაც საშუალებას მოგვცემს, ბაზარზე ზრდის უწყვეტი ტემპი შევინარჩუნოთ. გარდა ამისა, მიმდინარე წელს არაერთ სიახლე იგეგმება, მათ შორის, რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნა. ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, რომ უახლოეს მომავალში, ოტო მოტორსი  ერთ-ერთი ცნობილი სპეც. ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის წარმომადგენელი გახდება საქართველოში. მნიშვნელოვანი სიახლეები გვექნება მომხმარებელთა ლოიალურობის მიმართულებითაც და ბაზარზე ახალ პროდუქტს წარვადგენთ, რომლის მიზანი  მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების მიწოდება და ავტომობილის მოვლა-შეკეთების ხარჯების დაზოგვა იქნება“, - განაცხადა თამუნა ბაქრაძემ, ოტო მოტორსის საოპერაციო დირექტორმა. “საქართველოს ბანკისთვის ბიზნესის ხელშეწყობა და განვითარება წლებია უცვლელი პრიორიტეტია და მიგვაჩნია, რომ ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ - ერთ მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს წარმოვადგენთ. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი მხარდაჭერით, ოტო მოტორსი კიდევ უფრო მეტად ფართოვდება და ახალ სასაწყობე სივრცეს აშენებს. ეს კომპანიას ბაზარზე კონკურენტული უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას მისცემს. მსგავსი პროექტების განხორციელება, განსაკუთრებით რეგიონებში,ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დამატებით სამუშაო ადგილები იქმნება. კომპანია სამომავლოდ რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას და ახალი ბრენდების შემოყვანას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურ რეჟიმში განვაგრძობთ ბიზნესის მხარდაჭერას და გაძლიერებას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა გიორგი წეროძემ.  

თიბისი ბიზნესმა ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით გამართულ ვორქშოფებს უმასპინძლა

1713261815

თბილისში გამართულ ვორქშოფზე მოსულ აუდიტორიას საშუალება ჰქონდა მიეღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაყიდონ პროდუქტი ონლაინ. კურსს უძღვებოდა  ელექტრონული კომერციის სპეციალისტი და "QisaBags"-ის დამფუძნებელი ეკატერინე რამიშვილი.შეხვედრაზე, რომელსაც 30 ადამიანი ესწრებოდა, განხილული იყო შემდეგი თემები:ელექტრონული კომერციის ტიპები; ონლაინ ბაზრების ტიპები; Amazon-ის მიმოხილვა ( FBA, FBM); Amazon Brand Registry - ბრენდის პოზიციონირება ამაზონზე; SAAS პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი; Shopify-ზე ვებგვერდის აწყობის პრინციპები; ლენდინგ გვერდის ტიპები და სტრუქტურა; პროდუქტის ონლაინ სივრცეში განთავსების წესები; Pinterest პლატფორმის მიმოხილვა;საძიებო სისტემების (SEO) მუშაობის პრინციპები; Google-ის საძიებო სისტემის ალგორითმი და რენკინგის ფაქტორები; საკვანძო სიტყვების განხილვა და პრაქტიკული ხელსაწყოების გამოყენება; (SEMRUSH, Keyword Magic Tool) SEO (On-Page; Off-Page; Technical SEO; Local SEO); Google Search Console ხელსაწყოს პრაქტიკული გამოყენება. SEM - საძიებო სისტემის მარკეტინგი Google Ads მიმოხილვა.გორში გამართული ვორქშოფის მთავარი თემა კი საგადასახადო საკითხები იყო, რომელსაც უძღვებოდა აუდიტორული კომპანია „კრესტონ ჯორჯიას“ მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი.ვორქშოფზე საქართველოში მოქმედი გადასახადების გადახდის ვალდებულებების წარმოშობის ძირითადი პრინციპები და მათი გამოანგარიშების პრაქტიკული მაგალითები განიხილეს. 

ომი უკრაინაში

საზოგადოება

ყველა სიახლე
20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

1713555481

კუროარის ალბათობა, მიიღოთ საჩუქრები,რაც ძალიან გაგახარებთ, გამოიჩინეთ გულისხმიერება და თქვენც გაუკეთეთ სასიამოვნო სიურპრიზები ირგვლივ მყოფ ადამიანებს.ტყუპებინებისმიერ სიტუაციაში, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, შესაძლოა, თქვენთვის ახლობელმა ადამიანებმა იმედი გაგიცრუონ და ვერ გაამართლონ თქვენი მოლოდინი. შეეცადეთ, მოაგვაროთ ურთიერთობები და სამუდამოდ არ გაწყვიტოთ ძველი კავშირები.კირჩხიბიშანსი გაგიჩნდებათ, გადაჭრათ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც დიდი ხანია ნერვიულობდით.ლომიშეცვალეთ, ან დაიწყეთ რაიმე ახალი პირად ცხოვრებაში, გადადგით თუნდაც მცირე ნაბიჯები და გახსოვდეთ, რომ პატარა გამარჯვებაც კი დიდ თავდაჯერებულობას და ოპტიმიზმს შეგმატებთ, დიდია ახალი საინტერესო ნაცნობობის ალბათობა.ქალწულითუ გამოიჩენთ სიფრთხილესა და მოთმინებას და დინჯად მიჰყვებით საქმეს შთამბეჭდავ შედეგებს მიიღებთ, აჩქარებით კი, შესაძლოა, უსიამოვნებებს გადაეყაროთ.სასწორიდღეს, შესაძლოა ძველმა მეგობრებმა თავი შეგახსენონ, არ არის გამორიცხული, სწორედ მათგან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება.მორიელიეცადეთ, თქვენი მთავარი ენერგია ოჯახზე ზრუნვასა და შინაური საქმეების, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებისკენ მიმართოთ და კომფორტული, სასიამოვნო გარემოს შექმნაზე იზრუნოთ.მშვილდოსანიდღეს, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ინტუიციის გამოყენებით, შეძლებთ გადალახოთ ნებისმიერი გაუგებრობა და დაბრკოლება.თხის რქაშეინარჩუნეთ საღი აზრი ნებისმიერი სირთულის დროს, ყურადღება გაამახვილეთ მხოლოდ თქვენს შესაძლებლობებზე და ყველაფერს გულთან ნუ მიიტანთ.მერწყულიმნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი, რომელიც უკეთესობისკენ შეცვლის თქვენს ცხოვრებას, შესაძლოა, დღეს გაიცნოთ ადამიანი, ვისი დახმარებით, მომავალში წარმატება მოიპოვოთ თქვენს საქმიანობასა და ბიზნესში.თევზებინუ აჰყვებით ქაოსურ ფიქრებს, შფოთს და შიშებს, მოეშვით ყველა წვრილმანზე კონცენტრირებას. სასიამოვნო სიურპრიზების ალბათობაა. 

ოკუპანტების მიერ გატაცებული 3 მოქალაქე თავისუფალია

1713547714

"საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - აცხადებენ სუსში.

რომან გოცირიძე - ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში

1713534550

მისი თქმით, ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში."ბიძინა ივანიშვილისთვის ეს კანონი 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება, როგორც ეს მოხდა რუსეთში, ნიკარაგუაში და იმ ავტორიტარულ ქვეყნებს, სადაც ეს კანონი ეს ადამიანი უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესება და რომლებიც აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რათა ქვეყნის განვითარება ააცილონ ევროპის გზას. ეს დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, არ უნდა შეუშვან დასავლეთის ქვეყნებში. უნდა დაუყადაღონ ანგარიშები და ბინები, რომლებიც ყოველ მეორეს აქვს დასავლეთში. უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

"რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, მშვიდობა საქართველოს!"

1713533735

მისი თქმით, შედეგით უნდა ვიმსჯელოთ ვინ არის პრორუსული ძალა."რა შედეგს ვხედავთ? სიყალბეს, პირფერობას, ვითომ პროდასავლურობას და უნდათ, რომ ახალგაზრდების ზურგზე შემომჯდარი შემოვიდნენ სახელისუფლებო სისტემაში. არც ერთი ახალგაზრდა, ვინც აქციაზე იყო, არ იტყვის, რომ ლევან ხაბეიშვილს წაჰყვება იმ ბრძოლაში, რასაც პოლიტიკური ბრძოლა ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.მან თავის გამოსვლაში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონპროექტზე და განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება."ეს საქართველოა, რომელსაც თავისი ღირსება, თავისი პოზიცია და წონა უნდა გააჩნდეს საერთაშორისო ასპარეზზე. ასე რომ მართლაც, ჩვენი გზა არის ევროპისკენ, რასაკვირველია, არა რუსულ კანონს, მშვიდობა საქართველოს! და სწორედ ისე უნდა იყოს ყველაფერი, როგორც ჩვენი ერის, ჩვენი ახალგაზრდების და თითოეული ჩვენგანისთვის აჯობებს“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტთან 19:00 საათზე აქცია გაიმართება

1713529921

აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა "დაფიონია"."სამოქალაქო წინააღმდეგობა გრძელდება. ახალგაზრდების პროტესტი გრძელდება და პროტესტი არ უნდა შეწყდეს.დღეს, 19:00 სთ-ზე ვიკრიბებით პარლამენტის წინ და განვაგრძობთ ბრძოლას უწყვეტად, სანამ არ მივაღწევთ შედეგს. არ არის დრო მეორე და მესამე მოსმენის დალოდების, კანონი უნდა ჩავარდეს ახლავე.არა რუსულ მთავრობას! არა რუსულ კანონს! ყველა პარლამენტთან!", - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები. 

არმაზ ახვლედიანი - ვინ არის  ხარება ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას?

1713527775

მისი თქმით, ყველამ, ვინც მოქალაქეებზე ძალადობდა, უნდა აგოს პასუხი."ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ძალადობა, ყოველთვის, პირველსავე შესაძლებლობაზე, მოძალადეს აუცილებლად დავგმობ. იქნება ის ოპოზიციის მხრიდან თუ უმრავლესობის მხრიდან, გამართლება არცერთ შემთხვევაში არავის აქვს, მაგრამ არსებობს ძალადობის კიდევ სხვა, უფრო მზაკვრული სახე და ფორმა, ეს არის მორალური ძალადობა, მორალური ტერორი, როცა დღისით, მზისით, მთელი ქვეყნის გასაგონად და დასანახად, აქ პარლამენტის სხდომათა დარბაზში ისე შეეჩვია მავანი ბილწსიტყვაობას, მგონია, რომ საკუთარ სამზარეულოშია, თუმცა წესიერმა ადამიანმა არც იქ უნდა იკადროს. ჩვენ ვნახეთ ეკრანზე, რომ დღისით, მზისით, ყველას თანდასწრებით, მოქალაქეზე, პარლამენტის წევრზე ძალადობს პოლიცია. არ ვიცი, რა გამოძიებას ჩაატარებს შესაბამისი უწყება, მაგრამ ის რაც ვიხილეთ ჩვენ, იხილეთ თქვენც და უნდა გითხრათ, რომ გამოძიების გარეშეც, როგორ მინისტრს გაქვთ უფლებამოსილება, რომ შესაბამის თანამდებობის პირებს მოსთხოვოთ პასუხი. ვინ არის  ხარება ასეთი, რომ ვერ ახერხებთ მის გათავისუფლებას? ვინ არის მისი მფარველი?", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.